Samstag, 19. November 2011

პროექტის სახელწოდება:მოგზაურობა და პრობლემები
პროექტის მთავარი იდეა: დახმარება გავუწიოთ გერმანულენოვან ქვეყანაში მოგზაურ ადამიანებს, რომლებიც არ იცნობენ ქვეყანას კარგად და არასაკმარისად ფლობენ ენას, პრობლემის გადაჭრაში.
პროექტის აქტუალობა:ყოველწლიურად უამრავი ადამიანი მოგზაურობს,მოგზაურობას ხშირად ახლავს ერთიდაიგივე პრობლემები,მათი გადაჭრა კი ყოველთვის აუცილებელია.
პროექტის მიზნები:მოსწავლეები ქმნიან სხვადასხვა დამხმარე საშუალებებს გერმანულ ენაზე: სასწავლო პლაკატებს, საიფორმაციო ბუკლეტებს, მეგზურებს და სხვა.., რითიც არამხოლოდ თვითონ იღრმავებენ ცოდნას და იძენენ სხვადასხვა უნარებს, არამედ ეხმარებიან სხვებსაც პრობლემების გადაჭრაში.
მონაწილეთა ასაკი:14-17 წელი
პროექტის ვადები:ერთი თვე
მოსალოდნელი პროდუქტები:ანკეტები, სასწავლო პლაკატები, საინფორმაციო ბუკლეტები, მეგზურები და სხვა...
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტ მასალები, წიგნები, ლექსიკონები ფორმატები, ფერადი ფურცლები, წებოვანი ქაღალდები და სხვა...
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები
ü  ზეპირი გამოკითხვისა და ანკეტების საშუალებით გამოკვეთენ იმ ძირითად პრობლემებს, რაც შეიძლება შეექმნას უცხოეთში ჩასულ მოქალაქეს.
ü  ახდენენ პრობლემათა კატეგორიზაციას
ü  შეაფასებენ და იძიებენ პრობლემათა გადაჭრის გზებს
ü  ქმნიან სასწავლო რესურსებს.
საგნებთან და ესგ-სთან კავშირი:
 პროექტი კავშირშია საგნებთან: ისტორია, გეოგრაფია და ყველა აქტივობა მორგებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე(საბაზო-საშუალო საფეხურის I-VIII დონეები)
მიმართულება
მოსმენა-მოსწავლე ისმენს და იგებს სხვადასხვა შინაარსის აუდიო და ვიდეო   ჩანაწერებს.
კითხვა-მოსწავლე კითხულობს, იგებს და აანალიზებს უცხოენოვან ტექსტს   სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით.
წერა:წერს საქმიან წერილს, მოხსენებას და სხვა.., იყენებს საბაზისო ენობრივ, გრამატიკულ უნარ-ჩვევებს
ლაპარაკი:თავს ართმევს საკომუნიკაციო სიტუაციებს, მონაწილეობს    ინტერაქციაში.
კულტურათა დიალოგი:იჩენს ინტერესსა და ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების მიმართ.
უცხოენის პრაქტიკული გამოყენება:განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს უცხოურ ენაზე.
სწავლის სწავლა:მოსწავლეფლობს სტრატეგიულ უნარ-ჩვევებსენების ათვისების გასაადვილებლად.
პროექტის ხელმძღვანელი: დალი ღარიბაშვილი.
ელ.ფოსტაdaligharibashvili@gmail.com